“თქვენი ყვავის ჩხავილიც დასრულდება და ეს მოხდება ძალიან მალე“

“თქვენი ყვავის ჩხავილიც დასრულდება და ეს მოხდება ძალიან მალე“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ლარის გასამყარებლად სავალუტო ინტერვენციებს აანონსებს. ამის შესახებ დეპუტატმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს უპასუხა.

„რაც შეეხება რეზერვებს, ვალუტასთან დაკავშირებულ ინტერვენციებს, მოვლენებს ცოტა გაუსწარით. დაელოდეთ და ნახეთ, რა ინტერვენციებიც მოხდება და ლარის კურსსაც ნახავთ, ბოლოს როგორ მოხდება მისი ფორმირება. თქვენი ყვავის ჩხავილიც დასრულდება და ეს მოხდება ძალიან მალე“, – თქვა თალაკვაძე.