ლანა ღვინჯილია, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ოკუპაციის ხაზთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარების და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია. ამის შესახებ ინფორმაციას "კვირა" ავრცელებს.
როგორც ლანა ღვინჯილიამ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ როგორ და რატომ ჩავიდა სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში.
"ძალიან მიკვირს, საერთოდ როგორ ჩამოვიდა აქ, როდესაც იძახის, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და ჩვენი ბრალია ყველაფერი ეს არის არა წამოცდენები, არამედ დეკლარირებული პოზიცია, რომელიც გამოიყენება რუსეთის მიერ ჩვენ წინააღმდეგ და ამას პუტინი იყენებს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, საერთოდ როგორ არის ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, მით უმეტეს, როგორ კადრულობს ატოცში ჩასვლას და ლაპარაკს. ილაპარაკა აბსულუტურად უაზრო რაღაცეები, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით. ილაპარაკა აბსოლუტურად უმსგავსო რაღაცეები", - განაცხადა ნანა ღვინჯილიამ.
მისივე თქმით, მას არ მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ლანა ღვინჯილიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"უნამუსო ჩათ..." - ამ სიტყვებით მიმართა ლანა ღვინჯილიამ სალომე ზურაბიშვილს და ვიდეომასალა ფეისბუქზე ატვირთა.