"ავღანეთში წავალ, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან"

„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველს, რასაც გააკეთებს, ავღანეთში ჩასვლა იქნება.

„მე დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ქარელის რაიონის სოფელ ატოცში.