„პუბლიცისტი არ არის ქმრის ფულით, მამის მიერ დაფუძნებულ ჟურნალში სამი სტატიის გამოქვეყნება“

„პუბლიცისტი არ არის ქმრის ფულით, მამის მიერ დაფუძნებულ ჟურნალში სამი სტატიის გამოქვეყნება“

სამოქალაქო აქტივისტმა, ლევან ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია „კავკასიაზე“, დავით აქუბარდიას თოქშოუში პუბლიცისტ, თაკო ჩარკვიანის გამოსვლები გააპროტესტა.

„მე არ მინდა, საქართველოში მილიონი ადამიანის სახელით ისაუბროს ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, თაკო ჩარკვიანმა, რომელსაც პრეტენზია აქვს პუბლიცისტობაზე. არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ პუბლიცისტი იცით ვინ არის?- ადამიანი, რომელიც რამდენიმე გამოცემაში აქვეყნებს თავის ტექსტებს, აქვს რამდენიმე რეზონანსული წიგნი გამოცემული, რომელზეც მსჯელობს საზოგადოება“, - აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.

მისივე განცხადებით, პუბლიცისტი არის ის ადამიანი, რომლის ნაშრომმაც კვალი დააჩნია საზოგადოებას განვითარებას, რომლის ნაშრომიც იქცა საყოველთაო დისკუსიის და განსჯის საგნად.

„პუბლიცისტი არ არის ქმრის ფულით, მამის მიერ დაფუძნებულ ჟურნალში სამი სტატიის გამოქვეყნება, რომელსაც არავინ არ კითხულობს. პუბლიცისტიკა არ არის მამის და ქმრის ავტორიტეტით საუბარი, დამოძღვრა და ყველა პრინციპებზე უარის თქმა. პუბლიცისტიკა არ არის ირმა სოხაძეს რომ ადანაშაულებს, „გიხაროდენ, გიხაროდენ“ მღეროდიო და იმავე სიმღერის ტექსტით მამამისი დეპუტატი რომ გახდა. პუბლიცისტი არ არის ის ადამიანი, მარტო კარგი რომ ახსოვს საკუთარ თავზე. ბატონი ჯანსუღის ოჯახი მხოლოდ ერთი წევრით არ შემოიფარგლება და ჰკითხეთ, იმათაც, რას ფიქრობენ“,- აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.