დეპურტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შეწყალების პრივილეგია მოიპოვოს და ხალხის წაქეზების გზით შეეცადოს ქვეყანაში კრიზისი შექმნას.
„გრიგოლ ვაშაძეს ორი დაკვეთა აქვს მიღებული. ერთი მხრივ, ყაჩაღებისა და დამნაშავეებით დაფინანსებული კამპანიის ფული გამოიმუშაოს და ეს ხალხი ციხიდან გამოუშვას. გამომუშავება იმას ნიშნავს, რომ დაახრჩობენ, თუ მათ არ შეიწყალებს. ჩვენ სხვა რამეს გვეუბნება და უცხოელებს ეუბნება, რომ დამნაშავეებს პირველივე
დღეს გამოუშვებს. მეორე საკითხია, რომ პოლიტიკური დავალება შეასრულოს, რათა არჩევნებში მიღებული სხვა ლეგიტიმაცია ხელისუფლების განშტოებების წინააღმდეგ გამოიყენოს. ამბობს, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მთავარი მედროშე გახდება. ეს იმ დროს, როცა რიგგარეშე არჩევნების
ჩატარების საფუძველია, როცა პარლამენტი კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ვეღარ ასრულებს, ან მთავრობასთან შესულია კონფლიქტში, რაც პრეზიდენტს ავალდებულებს, არჩევანი პარლამენტის სასარგებლოდ გააკეთოს. არც კონფლიქტი დაწყებულა და არც პარლამენტშია კრიზისი, რომ ვერ მუშაობდეს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.