"ნაცმოძრაობა და ევროპულო საქართველო არის ერთი ოჯახი" - გახარებული სააკაშვილი

ჰელსინკში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავას  შეხვედრა შედგა. ეს იყო პირველი შეხვედრა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.

“მნიშვნელოვანია რომ ევროპის სახალო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის. ახლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, ჩვენ გვყავს ერთი მტერი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”, – განაცხადა სააკაშვილმა.