ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილმა უნდა იცხოვროს საქართველოში და ეს ქართველი ხალხის ვალია.
"როგორც საქართველოს ნებისმიერი გონიერი მოქალაქე, მადლობელი ვარ სააკაშვილის იმისთვის, რომ ეს ტერიტორია თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნა. მას უნდა ჰქონდეს საქართველოში ცხოვრების უფლება. მას უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. თუ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლო სისტემას მასთან კითხვები აქვს, მან უნდა უპასუხოს მათ", – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
კითხვაზე – თუ პრეზიდენტი გახდება, დაუბრუნებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დაუბრუნებს. რაც შეეხება შეწყალებას, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს.