"ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, არჩევნების დანიშვნას სამუშაო დღეს აპირებს - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. სააკაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ზე ზეწოლას ახდენს და საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნას არა დასვენების დღეს, არამედ შუა კვირაში გეგმავს.

"ჩემი ინფორმაციით ივანიშვილის დავალებით ე.წ. დამოუკიდებელი საარჩევნო კომისია, რომელიც არც დამოუკიდებელი არაა და მე მგონი არჩევნებსაც არ უნდა გააკარო, აპირებს არჩევნების დანიშვნას, უპრეცედენტოდ, სამუშაო დღეს, ან 27-ში ან 28-ში სამშაბათს ან ოთხშაბათს. რატომ აკეთებს ამას, სასოწარკვეთილი ივანიშვილი, რომელიც წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო - ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს თბილისში და სხვა ქალაქებში და ისინი კვირაობით მიდიან ტრანსპორტით სახლში რათა მისცენ ხმა, ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში რომელიც მასობრივად არიან მხარდამჭერი ვაშაძის, დადის კვირაობით იმიტომ რომ ჩვეულებრივ დღეებში ეს ხალხი მუშაობს იმიტომ რომ არჩენენ ოჯახებს. ივანიშვილი მათ უკეტავს არჩევნებზე მისვლის გზას. სამაგიეროდ ქართული ოცნების მხარდამჭერებს გაანთავისუფლებენ სამსახურებიდან, დასვავენავტობუსებში და წაიყვანენ ხმის მისაცემად. ეს არის იმდენად საზიზღარი მანიპულაცია, იმდენად დაცინვაა ქართველი ხალხის ნების, იმდენად უკანონობაა, არალოგიკურია, რომ პრაქტიკულად ივანიშვილმა გამოაცხადა წინასწარ რომ ყველაფერზე წავა, ვერ უშველის მას ეს ხრიკები. ხალხო მოვემზადოთ იმისთვის რომ სამუშაო დღესაც გამოვიდეთ,"-აცხადებს სააკაშვილი.