"ქართული ოცნების" ოფისში ამჯერად სპორტსმენები დაიბარეს. რა დავალებები მიიღეს წინასაარჩევნოდ ფეხბურთელებმა და როგორ უნდა დაეხმარონ ისინი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებაში უცნობია.
სპორტსმენების გარდა, საგანგებო შეკრებაზე მივიდნენ მერიის მაღალჩინოსნებიც. კახა კალაძის მოადგილეები, ირაკლი ბენდელიანი და ილია ელოშვილი
„შეხვედრები იქნება ძალიან მასშტაბური ხასიათის. შეხვედრები იქნება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. ხდება სრული მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნების შედეგებზე შესაბამისად აისახება,“-გააცხადა გიორგი კახიანმა.
რაც შეეხება სპორტსმენებს, მათმა ნაწილმა უარყო რომ შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს.