ირაკლი ოქრუაშვილმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილისგან პირობა მიიღო, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში ის სამხედრო მრჩევლის თანამდებობას მიიღებს.
"ოდესღაც, სააკაშვილის ფავორიტი მინისტრი და შემდგომში ქვეყნიდან გაძევებული ოქრუაშვილი, რომელიც ოცნების ხელისუფლების დამსახურებით დაბრუნდა ქვეყანაში, დღეს ისევ ყოფილ თანაგუნდელებს მიეკედლა.
ოქრუაშვილის საქციელის მორალურ თუ ზნეობრივ შეფასებას ახლა არ ვაპირებ, თუმცა ყველასათვის საინტერესოა რის სანაცვლოდ მოხდა ეს “დიდი შერიგება”. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობრების წრიდან დაგვიკავშირდა, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის პირობას, რომელიც მან ირაკლი ოქრუაშვილს მისცა.
კერძოდ, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მას სამხედრო მიმართულებით, პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნავენ. როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობაში უკვე მიმდინარეობს თანამდებობების გადანაწილების პროცესი", – წერს ჟურნალი “გზა” და ჟურნალისტი ნინო გეგეშიძე.