"არ დამვიწყებია ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ვის რამდენი გადაუხადა 7 ნოემბრის დროს" - ლევან ბერძენიშვილი

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენივილი 7 ნოემბერ იხსენებს, რომელიც მაშინ მომიტინგეთა გვერდით იდგა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბერის აქციის დროს კონკრეტულ პირებს აფინანსებდა და წორედ ეს გახდა მიზეზი "ქართული ოცნების" მხრიდან საქმეების გამოუძიებლობი მიზეზი.

"7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძია და არ გამოაკვლია ქართულმა ოცნებამ უბრალო მიზეზის გამო, ვინ სად იყო მაგ დროს და ვინ ვის უჭერდა მხარს და ვინ ის აფინასებდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე დამავიწყდა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი მე გადავუხადე იმას ამდენი და ამას ამდენი ეს არ დამვიწყებია იმიტომ, რომ მოკლე მეხიერება არის ყველაზე მძიმე რამ რაც ხდება. მე მაგალითად ჩემი გამოსვლა, რომ არ აპატიებს ქართველი ხალხი არ დამავიწყდა მივხვდი, რომ არჩვენების შედეგებით ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ თქვა, რომ ვაპატიე იმ მოტივით რომ არ მინდა განმეორდეს. დღეს თუკი ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველა თანამდებობა და ყველაფერი მაშინ ახალი 7ნოემბერი იქნება. როდესაც სხვა ხელისუფლბა მოვიდა რომელიც ექვსი წელია ხელიუფლებაშია და ვერაფერი ვერ გააკეთა გარდა იმისა, რომ ხალხი ეუბნება მშია და ისინი ეუბნებიან 9 წელი, კაცი ეუბნება შვილი მომიკლეს მკვლელი მიპოვეთ და ისინი ეუბნებიან ეს არ სეადარო გირგვლიანის საქმეს. რატო არ უნდა შევადაროთ იქაც და აქაც ხელისუფლება იყო ჩარეული, მეტსაც გეტყვით მაშინ მაღალი დონის ხელისუფლება იყო ჩარეული და იმას ვერ მოერივნენ ახლა სუბელიანი დონის ხელისუფლებაა ჩართული და იმას ვერ ვერევით“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.