"ზუსტად ვიცი ივანიშვილმა 7 ნოემბრამდე გაწყვიტა ურთიერთობა სააკაშვილთან"

კინორეჟისორ ქეთი დოლიძიე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან არანაირი ფინანსური კავშირი არ აქვს და მისი და სააკაშვილის ურთიერთობა 7 ნოემბრამდე შეწყდა. იგი ამით ლევან ბერძენიშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ დარბევისას გამოყენებული ტექნიკა და იარაღი მისი დაფინანსებით იქნა შეძენილი.

“ბერძენიშვილი ახლა რომ ამბობს, ბიძინა ივანიშვილი 7 ნოემბერს აფინანსებდაო, ახლა გაახსენდა? სად იყო 2012 წელს, როცა მთელი სულით და გულით შეუერთდა "ქართულ ოცნებას", მაშინ არ იცოდა ეს ამბები? ხომ ძალიან უნდოდათ "რესპუბლიკელებს" რომ პარლამენტში გასულიყვნენ, ვინ გაიყვანა? ვისი კვოტით

გავიდნენ? თვითონ გავიდნენ მარტო? – ჩვენ ხომ ვიცით მათი რეიტინგი. 

ბიძინა ივანიშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრამდე გაწყვიტა ურთიერთობა სააკაშვილთან, ეს ვიცი ზუსტად და აღარ აფინანსებდა. სწორედ ამიტომ დაატრიალა სააკაშვილმა ეს ამბავი”, – განაცხადა დოლიძემ "360 გრადუსში".