სააკაშვილის რჩევები ელისაშვილსთვის – ალეკო ძვირფასო, მომისმინე, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ

სააკაშვილის რჩევები ელისაშვილსთვის – ალეკო ძვირფასო, მომისმინე, ბევრ საინტერესო რამეს გაიგებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილს მიმართავს.

"ალეკო, ძვირფასო, მე მართლაც მენატრება ბევრი რამ, მაგრამ არა თქვენი ფანტაზიის “პრეზერვატიანი დუბინკა”. არამედ, რეალური აღმშენებლობა, განვითარების სწრაფი ტემპი და წელში გამართული საქართველო. მე თქვენ ყურადღებით გისმენთ ხოლმე და თუ თქვენც მომისმენთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ, ბანკებზეც და სიღარიბის დაძლევაზეც”, - წერს ექს-პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა:

 “პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მოდის და “ქართული ოცნების” კანდიდატი არის დამალული – მეორეს მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში. სააკაშვილი ხან თითებს გვიქნევს, გვემუქრება და მისი პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან. მანამდე ხომ ვითომ გაიაზრეს ძველი შეცდომები, მაგრამ როგორც კი სისუსტე ნახეს ხელისუფლების, ნახეთ როგორ ამბავში ჩავარდნენ”,  – განაცხადა ელისაშვილმა.