პატრიარქის პროტოპრესვიტერი

პატრიარქის პროტოპრესვიტერი "ქართული ოცნების" ოფისში ირაკლი კობახიძეს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პატრიარქის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„რას ბრძანებთ, როგორ შეიძლება მე არჩევნებთან დაკავშირებით მქონდეს საუბარი, ნუთუ თქვენ ეს არ გესმით? ეს იყო საკულტო ნაგებობების, მშენებლობა, მოხატვა -რესტავრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტია მისაღები და ამასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი" - აღნიშნა მამა გიორგიმ.