"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, , მურთაზ ზოდელავა, აცხადებს, რომ რეგიონებში ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ცდილობენ, სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელონ მოქალაქეებზე იმისთვის, რომ მეორე ტურში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
„ყველა ეს მაღალჩინოსანი, ბობოლა ქოცი, რომელიც თბილისიდან მიავლინეს კონკრეტული ამოცანისთვის და ეს ყველაფერი ზედაპირზე არის. თქვენ შეგიძლიათ, ჩახვიდეთ რეგიონებში და ნახოთ, რამდენად მობილიზებულები არიან. შავი ჯიპი თუ კი რამე არსებობდა თბილისში, ყველა გაკრეფილია ახლა. ყველა არის რეგიონებში. ყველა ეს მაღალჩინოსნები ცდილობენ, რომ იქ ადამიანებს ან შიშით ან სხვაგვარი ზეწოლით შეაცვლევინონ პოლიტიკური მრწამსი და ამას ჰქვია კონკრეტულად ეგზეკუცია და მაგონებს მეცხრამეტე საუკუნეს,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში დილიდან საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს.
რუსთავი 2 - ის ინფორმაციით, ქუთაისში ჩასული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი.