თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა".
„ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს უკვე შეუფარდა 5 000-ლარიანი გირაო.