„ჭკუა რომ მოეკითხებოდეთ, ამ კაცს ურჩევდნენ, გაფითრებულსახიანი მიმართვა არ ჩაეწერა“

„ჭკუა რომ მოეკითხებოდეთ, ამ კაცს ურჩევდნენ, გაფითრებულსახიანი მიმართვა არ ჩაეწერა“

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი ბიძინია ივანიშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ  „ქართული ოცნების“ საქმე წასულია“.

“საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ოცნების საქმე წასულია. ვინმეს ოდნავ მაინც რომ ჭკუა მოეკითხებოდეს, ამ კაცს ურჩევდნენ, ეს გაფითრებულსახიანი მიმართვა არ ჩაეწერა. ამ მიმართვაში დაადასტურა, რომ ის არის არაფორმალური მმართველი. პარტიის თავმჯდომარე რომ პირობას დებს მართვის სისტემის გამოსწორების თაობაზე, არის ყეყეჩობა. თავის თავს რომ ვნებენ წინასაარჩევნოდ, ვერც ხვდებიან. წყალწაღებულ  ნარკომანებს რომ პიარს ჩააბარებ, მერე ეს მოგდის სწორედ. აბა, თქვენ იცით”,-  წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს. ივანიშვილმა ამ თემაზე დღეს გავრცელებულ 6-წუთიან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.