პაატა ბურჭულაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ახლახანს მოვისმინე ბატონი ბიძინა ივანიშვილის გულის ამაჩუყებელი აღიარება და ბოდიშების კორიანტელი. ამ განცხადებას ცრემლიღა აკლდა, რომელიც თვალებზე მომდგარი ჰქონდა, მაგრამ მას ეყო ვაჟკაცობა, რომ სახალხოდ არ ეტირა. მჯერა მისი სიტყვების და დარწმუნდებული ვარ, უკვე დარეკილი აქვს პროკურატურაში, რომ სასწრაფოდ შეწყვიტონ ეს სამარცხვინო საქმე ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ, რომელიც პროკურატურამ შეთხზა და უკვე დაბარებული ჰყავთ ცილისმწამებლები დაკითხვაზე. ყოჩაღ, ბატონო ბიძინა, მგონი ეშველა მთელ საქართველოს და ეშველა ჩვენს ფონდს.
P.S. ისე, ერთი რამ აკლდა თქვენს გულახდილობას: დედას გეფიცებით, ამჯერად არ გატყუილებთ!"- წერს ბურჭულაძე.