„პატრიოტთა ალიანსი“ 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე იკრიბება

„პატრიოტთა ალიანსი“ 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე იკრიბება

„პატრიოტთა ალიანსი" 25 ნოემბერს ფართომასშტაბიან აქციას „დინამო არენის“ ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გამართავს. პარტიაში ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „დინამო არენას“ მფლობელმა რომან ფიფიამ მათ სტადიონზე აქციის ჩატარებაზე უარი უთხრა.

აქციას გავმართავთ 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე. ჩვენი აქცია დღის 3 საათზე დაიწყება. ასევე მინდა გითხრათ, რომ „დინამო არენას“ პრეზიდენტი რომან ფიფია ახლა თანახმაა, სტადიონზე გავმართოთ აქცია, თუმცა, ჩვენ ადგილის შეცვლას აღარ ვაპირებთ. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, იმ დროს როდესაც ჩვენ უარი გვითხრეს, „დინამო არენას“ მფლობელი თბილისში არ იმყოფებოდა და უარის თქმა საკუთარ თავზე ვიღაცეებმა აიღეს. ამიტომ, როგორც კი ჩვენ „დინამოდან“ უარი მოგვივიდა, სხვა ადგილის შერჩევაზე დავიწყეთ ფიქრი და საბოლოოდ, თავისუფლების მოედანზე შევჯერდით,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა „დინამო არენაზე“ სურდა. თუმცა როგორც ცნობილი გახდა, „დინამო არენის“ მესვეურებმა თარხან-მოურავისა და ინაშვილის გუნდს უარი უთხრეს. უარის მიზეზი „2020NEWS“-სთან „დინამოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ირმა ცქიტიშვილმა ასე განმარტა - „ბატონი რომან ფიფია ყველანაირ პოლიტიკურ აქციას ემიჯნება და ბოლო ხუთი წელია „დინამო არენაზე“ პოლიტიკური თავშეყრის უფლება არავისთვის მიუცია“.