ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება:
ყველამ აღიქვა საკუთარი პოლიტგემოვნების მიხედვით. გადაუწყვეტელის დასარწმუნებლად კი, ჩემი აზრით, საჭიროა თვალნათელი ქმედებები შემდეგი მიმართულებებით:
1. თუ ითქვა, რომ "სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკურებით ახალგაზრდებს", სასწრაფოდვე უნდა დაიწყოს.
2. "ძველი გვარდიის" ერთგულების მისაღებად კი საჭიროა პორტირებულთა თუ ყვარყვარეთა განდევნა-ჩაჩოჩება.
3. "პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს" - დაანგარიშებული კონკრეტული გეგმა-გრაფიკის შემოთავაზება სასწრაფო წესით.
4. "სიცრუის მანქანას" კი გაქარწყლებას კი ქმედითი, სარწმუნო საინფორმაციო კამპანიის დაპირისპირება სჭირდება - მითების "კატალოგიზაცია" და "დეზავუირება", მმართველ გუნდში მოკალათებულ უნიათოთა მხილება და დაუნდობელი კრიტიკა (naming & shaming) და მსგავსი რამ.
P.S. როცა ამგვარი მნიშვნელოვანი ვიდეო-მიმართვა იწერება, პარტიის პრესსამსახურმა კეთილი ინებოს და ელემენტარულ შესამჩნევ დეტალებზეც უნდა იზრუნოს - მაგ. white balance რომ უნდა გაასწოროს ოპერატორმა და ფერები დააჯინოს "კარწინკისათვის" როგორც კამერასთან მდგომის, ასევე უკანა ფონის..." - წერს გია აბაშიძე.