„ივანიშვილი კვლავ ცდილობს ხალხის მოტყუებას... ეტყობა კარგად ივარჯიშა, იმედი მაქვს ეს გამოსვლა უკუ შედეგს მოიტანს“

„ივანიშვილი კვლავ ცდილობს ხალხის მოტყუებას... ეტყობა კარგად ივარჯიშა, იმედი მაქვს ეს გამოსვლა უკუ შედეგს მოიტანს“

ბიძინა ივანიშვილის მიმართვას სოციალურ ქსლში ეხმაურება „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე, დისიდენტი თამარ ჩხეიძე.

„ამ წუთში მოვისმინე ივანიშვილის საგანგებო განცხადება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ძალიან უჭირთ. ცდილობს დაპირებებით კვლავ ხალხის მოტყუებას და მოძალადეებით დაშინებას. მის ჩვეულ მეტყველებას თუ გავითვალისწინებთ, ეტყობა კარგა ხანს ივარჯიშა. იმედი მაქვს, რომ ეს გამოსვლა მხოლოდ უკუ შედეგს მოიტანს ქოცებისთვის და ვერავის ვინც ისედაც არ არის უიმედოდ გამოქოცებული , გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს“ - წერს თამარ ჩხეიძე.