„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტში პირბადით მივიდა. როგორც ის აცხადებს, ამ გზით „ქოცის ვირუსს“ ებრძვის.
„ორშაბათიც გათენდა. დაიწყო ხალხში გასვლა და მასობრივი ჩახუტების აქცია ოცნების აქტივის მხრიდან. ქოცის ვირუსს ავრცელებენ. ვერ მივართვი. მომზადებული შევხვდი.
ფაქტობრივად მათ უნდათ ამ ჩახუტებით გადასცენ ხალხს ქოცის ვირუსი. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც არ უდნა ჩამეხუტოს არავითარი ქოცის ვირუსი არ გადამედება. ქოციანობა გადამდებია არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით არამედ ტელეარხიდან. ზოგიერთი ტელეარხი ქოციანობას ასხივებს, ამიტომ გირჩევთ არჩევნებამდე გამორთოთ და გაწმინდოთ ქართული სტაფილოს წვენით. ეს შველი და მოქმედებს როგორც ანტიქოცური დეზინფექციის წყარო,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.