გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე შწყალების საკითხზე ისაუბრა და დაასახელა ის დანაშაულებები, რომელთა ჩამდენები მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეწყალებულნი იქნებიან:
"გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც კი მიეცემა ხელისუფლება, აპირებს შეიწყალოს პირველ რიგში დედბი, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არ აქვთ ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული; ადამიანები, ვისაც აქვთ სამეურნეო დანაშაული ჩადენილი, ვისაც აქვთ ზვღრამდე ეკონომიკური დანაშაულები; ასევე ის ადამიანები, ვინც ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე არიან დაკავებული ან მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე.
მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რაც მათ გააკეთეს 2012 წლის 28 დეკემბერს, როდესაც დაძლიეთ პრეზიდენტ სააკაშვილის ვეტო და ერთი მეოთხედით შეუმსუბუქეთ სასჯელი, ვისაც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი და ბესელიას და კვაჭანტირძაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შედეგად გათავისფულდნენ რუსეთის ჯაშუშები - შტრინიკოვი და გევორქიანი, მუხროვანის მეამბოხეები და ისეთი სადისტები, რომლებმაც 8 წლის ბავშვს სიცოცხლე წაართვეს. 53%-ით არის გაზრდილი კრიმინალი და თქვენ თავად დასდევთ იმ ხალხს, ვინ გარეთ გამოუშვით - მკვლელები, ჯაშუშები და პედოფილები, რის შედეგადაც ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება შეუძლებელი გახდა და დაბრუნდა კრიმინალი და ქურდული გარჩევები.
ამნისტიამდე, არავინ უშლის ხელს პრეზიდენტს თავის კომპეტენციის ფარგლებში შეიწყალოს ის ადამიანები, რომელზეც ზემოთ მქონდა საუბარი.
რაც შეეხება ამ ადამიანების რაოდენობას, ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციურ გაერთიანებაში არის შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც ეცნობა ამ ტიპის საქმეებს"- აცხადებს ვაშაძე.