"ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე...ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენ შორის"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებასთან დაკავ შირებით გაკეთებულ საკუთარ განცხადებას განმარტავს.

ფოფხაძის თქმით, ვითარების ესკალაციის საფრთხე მაღალია, რადგან არსებობს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს მოღალატეს უწოდებს. დეპუტატის განცხადებით, დაპირისპირების საფრთხეს ქმნის დაგეგმილი პოლიტიიური შეწყალებებიც:

„ომი უკვე მიმდინარეობს ჩვენ შორის. თუ ტყვიებს არ ვესვრით ერთმანეთს, ვწირავთ მოღალატეებად ერთმანეთის შერაცხვით. როცა ვჭედავთ ტყვიებს და ვაწერთ სახელებს - ბიძინა, გედი, ეკა, სალომე. ტყვიებს როცა ჭედავ და ამ სახელებს აწერ - შენ იწყებ უკვე სამოქალაქო ომსაც და დაპირისპირებასაც. ნუ გაქვს მერე იმის განცდა, რომ ეს ისე ჩაივლის შენ არაფერ შუაში არ იქნება."-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.