ვერის აქციაზე მისული გოგა ხაინდრავას მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
"ეს კაცი იყო სოხუმის კომენდანტი ომის დროს. მთელ მორფინს ართმევდა საავადმყოფოებს და, რაც მორჩებოდა, ყიდდა. ამის ნიადაგზე, მაგალითად, ჩემ დეიდაშვილს, ომში დაჭრილს, ფეხის ამპუტაცია ვერ გაუკეთეს - ტკივილის შოკისგან მოკვდებაო. გადმოაფრინეს თბილისში და ბეწვზე გადაარჩინეს - განგრენა ჰქონდა დაწყებული.
აი, ესაა ოცნების და ზურაბიშვილის იდეოლოგი და მხარდამჭერი - ნარკობარიგა და თავად "გნილოი" ნარკომანი. მიხარია, რომ "რ2" აღიზიანებს, ესე იგი, სწორი ფასეულობების ხალხი ვართ და სწორად ვმუშაობთ." - წერს გვარამია.