ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას მოკლე რეპლიკით ეხმაურება.
"ეს კაცი კრეტინია?! როგორ გამოაცხადებს ამნისტიას?! ამნისტია არის კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს! ან კონსტიტუციაში როგორ შეიტანს ცვლილებას, როცა ესეც პარლამენტის საქმეა?!", - წერს ბონდო მძინარაშვილი.
"პირველივე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის", – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.