იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.
“აუხსნას ვინმემ ამ კაცს ის, რაც ისწავლება იურიდიული ფაკულტეტის 1 კურსზე: შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად, თითო პატიმრის მომართვის საფუძველზე, ხოლი ამნისტიას აცხადებს პარლამენტი. შესაბამისად, მან რომ გაიმარჯვოს ამნისტიას ვერ გამოაცხადებს, ვინაიდან პარლამენტი დარჩება “ქართული ოცნების” უმრავლესობის ხელში. ამიტომ სანამ ხალხს შეიყვანთ შეცდომაში იურისტებს დაეკითხეთ”, – წერს დოლიძე.
გაერთიანებული ოპოზიცია – “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, პირველივე დღეს, გამოაცხადებს ამნისტიას იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და მოხმარებაზე იხდის.