ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ სწავლობდა პორტუგალიის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ როგორ უნდა მოხდეს სოციალური მეთოდებით, ჯანდაცვის მეთოდებით, წახალისებით ნარკომანიისგან განკურნვა.
"შვეიცარიაში იყო ძალიან დიდი პრობლემა ნარკოტიკების და რა თქმა უნდა ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. რა თქმა უნდა ეს ჯდება ფული, მაგრამ ციხეებში ხალხის შენახვა ნამდვილად არ არის სწორი , ისიც ფული ჯდება. ჯობია ეს ხალხი საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ ვინც მძიმე ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია. რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკებს, თუ ადამიანს უნდა დაბოლდეს, დაბოლდეს. მე ნამდვილად არ გამეხარდება ჩემი შვილი, რომელსაც ახლა ხელში უჭირავს კამერა, დაბოლდეს და მარიხუანას ეწეოდეს, მე ამას არ დავუშვებ, მაგრამ ვისაც უნდა რომ დაბოლდეს, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი პრობლემა”, – აღნიშნა სააკაშვილმა.