გამარჯვებას გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, გავიმარჯვეთ - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში. მისი თქმით მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო, რომ ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებს, 28 ოქტომბერმა დაადასტურა, რომ ფულით ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ვერ იყიდა.
მისივე აზრით, 28 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და იმ ხმებს, რომელიც მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურში ვეღარ მოიპარავს. გიორგი ვაშაძის თქმით „ქართული ოცნება" შეეცადა წამოეგო გაერთიანებული ოპოზიცია პროვოკაციაზე. მისი თქმით შურისძიების დროს არ არის, ქვეყანას სჭირდება რეფორმები.