„მე ვიცი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც კი არ უნდა უპატრონოს, არამედ უკვე უპატრონა საქართველოს დასავლეთის გზაზე,“ - ეს განცხადება პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძეზე საუბრისას გააკეთა. გაერთიანებული ოპოზიცია ამ წუთებში მხარდამჭერებს ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ხვდება.
თაკო ჩარკვიანის თქმით, ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს უარი უნდა უთხრას საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ოპოზიციის წევრმა, აკაკი ბობოხიძემ. მან არჩევნებში, ოპოზიციის მიერ აღებულ ხმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ქუთაისში ამდენი ხმა არასდროს მიუღიათ.