ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ. მორიგი აქცის მოთხოვნები უცვლელია, ისინი დამნაშავეების დაჭერასა და დასჯას ითხოვენ.
ამ ეტაპზე უცნობია აქციის თარიღი. ზორავას ქუჩზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, თითქმის ორი თვეა პარლამენტის წინ აქციებს მართავს. და მოითხოვს შვილის მკვლელისა და მონაწილე პირების დაკავებას. სარალიძეს მიაჩნია, რომ დამნაშავეებს ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს აფარებენ.