გიორგი კახიანი  გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას „პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესის დაწყებად“ აფასებს

გიორგი კახიანი გრიგოლ ვაშაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას „პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესის დაწყებად“ აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრას „პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესის დაწყებად“ აფასებს. აღნიშნული კომენტარი გიორგი კახიანმა

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ოქრუაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ამ არჩევნების შედეგებმა ერთი რამ დაგვანახა, ფაქტიურად დაიწყო პოლიტიკური ლუსტრაციის პროცესი, როცა ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იმ პოლიტიკური ჯგუფების თავმოყრა,რომლებზეც ვამბობდით, რომ ისინი რეალურად არც არსად წასულან, ასეთი იყო მაგალითად „ევროპული საქართველო“, რომელზეც ვამბობდით, რომ ის დაშლა მოჩვენებითი ხასიათის იყო და როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცათ, დაბრუნდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ახლა გამოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილი, ხვალ შეიძლება სხვა ვინმე გამოჩნდეს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი აჩენენ თავის სახეს, რაზეც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩვენ კი ამასობაში საქმეს ვაკეთებთ და გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საზოგადოების ინტერესშია", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ ვაშაძე-ოქრუაშვილის შეხვედრის და საუბრის ვიდეოჩანაწერი გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ დღეს გაავრცელა.