ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. მისი აზრით საზოგადოებნა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ხელისუფლებისგან.
"საზოგადოებამ მკაფიოდ გვითხრა, შეცვალეთ მიდგომები, რომ მეტი შედეგი დადოთ და ეს ასეც იქნება. ეს იქნება არა ცალკეული ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკის ნაწილი არის, არამედ მართვის მეთოდების გაუმჯობესება. მათ შორის მე ვვარაუდობ, რომ საკადრო ცვლილებებსაც," - განაცხადა მინისტრმა.