„დავიწყოთ იმით, რომ ხვალინდელი აქციის უკან არ დგას არცერთი პოლიტიკური პარტია და ეს ბინძური ადამიანების ბინძური ნარატივის ნაწილია და სხვა არაფერი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შაკო კუჭაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახალგაზრდები სუფთა ხელებით, რეჟიმის მსხვერპლები და საღი აზრის მქონე ადამიანები ხვალ, 13:00 საათზე, გელოდებით ვერის ბაღში!
ჩვენ არ დავუშვებთ სადიზმის რეინკარნაციას!“ - წერს კუჭაშვილი.