თუ 2012 წლის აქტივისტების შემოტრიალება მოხდება, მაშინ „ოცნებას“ კარგი შანსი აქვს

თუ 2012 წლის აქტივისტების შემოტრიალება მოხდება, მაშინ „ოცნებას“ კარგი შანსი აქვს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩასართავად „ქართული ოცნება" ძველი სახეების დაბრუნებას იწყებს და ამისათვის ძველი გუნდი ერთიანდება, - ამის შესახებ სპორტსმენმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა.

„ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ მითხრეს, ამ შემთხვევაში ჩემი პირობები მაქვს და ამ პირობების შესრულება კი არჩევნებამდე ვერ მოესწრება - მთავარია სამართლიანობის აღდგენა," - აცხადებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე „რეზონანსსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, იმ ადამიანების უყურადღებოდ დატოვება, ვინც 2012 წელს „თავი გადადო", არ არის სწორი და თუკი „ოცნება" დარჩენილ რესურსს გამოიყენებს, მას გამარჯვების რეალური შანსი უჩნდება.

„თუ მოხდება იმ რესურსის გამოყენება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უყურადღებოდ არის მიტოვებული და ასევე იმ ხალხის, ვინც 2012 წელს თავი გადადო, მაშინ შესაძლებელია ძალიან სერიოზული შედეგები ჰქონდეთ.

„არ ვვარაუდობ, რომ მეორე ტურის არჩევნებზე რესურსი გაიზრდება. „ქართულ ოცნებას" ეს რეზერვი აქვს, ოღონდ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება," - აცხადებს არეშიძე.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობა მოატყუა და ის შედეგი, რაც პირველ ტურში მიიღო, ლოგიკურია.

„სამსახურში აღდგენაზე არ არის ლაპარაკი. საუბარია სამართლიანობის აღდგენაზე, იმ ადამიანების ღირსების აღდგენაზე, ვინც თავის დროზე ელემენტარულად ამხელა შრომა გასწია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.