უკვე გაგიჟებული ვარ იმით, რომ ადამიანს შეუძლია ასეთი მხეცის სახე მიიღოს, - ირმა სოხაძე

უკვე გაგიჟებული ვარ იმით, რომ ადამიანს შეუძლია ასეთი მხეცის სახე მიიღოს, - ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური განწყობების რადიკალიზება ხდება, საზოგადოება ორადაა გახლეჩილი და განსხვავებული აზრის გამო ადამიანები მზად არიან ერთმანეთის მოსისხლე მტრებად იქცნენ. ამაში იგი პირველ რიგში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

„საზოგადოება ორ ნაწილად არის დახლეჩილი, ამას ხედავს ყველა შეუიარაღებელი თვალითაც, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება დაემართოს ერს, როდესაც რადიკალიზაცია ხდება. მე ჩემი აზრი მაქვს, თქვენ - თქვენი, მაგრამ ერმანეთს პატივი უნდა ვცეთ.

„ვაი მისი ბრალი, ვინც ღიად „ოცნებას" დაუჭერს მხარს. რეებს ლაპარაკობენ, რეებს წერენ, რას ბოდავენ, სად არიან?! მე უკვე გაგიჟებული ვარ იმით, რომ ადამიანს შეუძლია ასეთი მხეცის სახე მიიღოს, არც დაგინდოს, არც მიხვდეს იმას, რომ რაღაცების თქმა არ შეიძლება, რაღაცა არის ცოტა უფრო ხელშეუხებელი - თუნდაც ჩვენი ქვეყანა, მიწა, რომელზეც უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი ურთიერთობები. თუ არ ვიმეგობრებთ, ასე მომისხლე მტრებად შეიძლება მოვეკიდოთ ერთამნეთს?!" - განაცხადა სოხაძემ.

„რეზონანსთან" საუბრისას მომღერალი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია დღევანდელმა ხელისუფლებამ, რადგან მათ არაფერი გააკეთეს საზოგადოების კეთილდღეობისთვის და უკეთესი მომავალისთვის.

„ამ რადიკალიზაციას ხელი შეუწყო „ოცნებამ", დღევანდელმა ხელისუფლებამ, რადგან მათ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხალხი ცოტა კმაყოფილი ყოფილიყო, საზოგადოებას ცოტათი ეგძნოთ, რომ ვიღაცა მათზე ზრუნავს.

„ამის საპასუხოდ ახლა „ნაცებს"რევანშის რეალური შანსი მიეცათ და ისინი მზად არიან ბოლომდე გასრისონ და გაანადგურონ „ოცნების" ყველა მომხრე. შეიძლება საერთოდ არ იყვნენ „ოცნების" მოხმრე და საერთოდ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი „ოცნების" მიმართ, ისევე, როგორც მე.

„მე უკვე აღარ ვარ უპორობო მომხრე, რადგან, არგუმენტი არ გამაჩნია, რომ „ოცნება" დავიცვა და მხარი დავუჭირო, მაგრამ როცა ვამბობ, რომ „ნაციონალებს" ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივემხრობი, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მათ მე ვერ ამიტანონ და საერთოდ ერის მტრად გამომაცხადონ.

„ხალხის მტერი და ერის მტერი ვინაა, ეს იცის საზოგადოებამ, დრო ამას ყველაფერს დაალაგებს. უბრალოდ, ძალიან გული მწყდება, რომ ამ ყველაფერმა ასეთი სრულიად არაადამიანური სახე მიიღო", - თქვა მომღერალმა.

სოხაძე აცხადებს, რომ „ოცნება" თავად აფუჭებს თავის ერთადერთ მიღწევას და აბრუნებენ დაუნდობელ ძალას ქვეყანაში „ნაცების" სახით.

„ნაცები" არიან დაუნდობლები. მათთვის რადიკალურად მიუღებელია ყოველგვარი განსხვავებული აზრი. ეს გამოიწია იმან, რომ „ოცნებამ", რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ვერანაირად ვერ უზრუნველყო სიმშვიდე, ადმიანების ელემენტარული კმაყოფილება, არავინ ჩვენზე არ ფიქრობს, ადმიანებად არ გვთვლიან. საბოლოოდ კი „ოცნება" იმასაც ახერხებს, რომ ერთადერთი ყველაზე ნათელი და დიდი მონაპოვარი რაც იყო - რომ მოგვაშორა „ნაცები" - ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ისევ მათი წყალობით", - განაცხადა ირმა სოხაძემ.