შინაგან საქმეთა სამინისტრომ "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ. მ. დააკავა.
შსს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, რუსთავში მდებარე ე.წ.სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს "ლურჯ მარკეტს" ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.