,,ახალგაზრდები მიდიან ამ ქვეყნიდან, რაღაცნაირად მრცხვენია ჩივილი, თუმცა მშობლებს ასაკი არ აქვთ- სიტუაცია კრიტიკულია”

,,ახალგაზრდები მიდიან ამ ქვეყნიდან, რაღაცნაირად მრცხვენია ჩივილი, თუმცა მშობლებს ასაკი არ აქვთ- სიტუაცია კრიტიკულია”

ჟურნალისტი და პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, როგორც პოსტიდან ირკვევა არჩილის მამა შეუძლოდ არის:

,,მთელ ამ ნეგატივსა და ორომტრიალში, დარდსა და ნერვიულობაში, ერთი ბედნიერებაა თქვენი თანადგომა. ძალიან ბევრი ადამიანი შემეხმიანა, მეგობრებიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული და თანადგომა გამოხატეს, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. სხვებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა Levan Khabeishvili Tamar TaliashviliKakha Kaladze Manana Toqmajishvili რომ უიმედობის უფლებას არ მაძლევთ და თითოეულ გულშემატკივარს ყველა ტიპის მხარდაჭერის გამოხატვისთვის. სიტყვიერი თანადგომაც კი უზარმაზარი სტიმულია. ასეთ დროს განსაკუთრებით გვაქვს ერთიანობის უნარი და ეს რომ შემოგვრჩა, ბედნიერებაა.

რაც შეეხება მამას, სიტუაცია კრიტიკულია, სტენდირებას არ ექვემდებარება, ამიტომ სასწრაფო ოპერაციია ესაჭიროება, დამაიმედებელი არაა პროგნოზი, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის. ვართ ღვთის, ქირურგისა და მამაჩემის ორგანიზმის გამძლეობის იმედზე. ოპერაცია რამდენიმე წუთში დაიწყება.

იმდენი ტრაგიკული ამბავი ხდება, ახალგაზრდები და ბავშვები მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ რაღაცნაირად მრცხვენია კიდეც ჩივილიც და დარდიც, თუმცა ოჯახის წევრებს და მშობლებს, როგორც იტყვიან, ასაკი არ აქვთ.

დიდი მადლობა ყველას.”- წერს არჩილ გამზარდია