ირმა ინაშვილი: 18%-ზე ნაკლებმა ხმა მისცა ვაშაძეს, ანუ ამომრჩევლის 82%-ზე ცოტა მეტს არ სურს ვაშაძე!

ირმა ინაშვილი: 18%-ზე ნაკლებმა ხმა მისცა ვაშაძეს, ანუ ამომრჩევლის 82%-ზე ცოტა მეტს არ სურს ვაშაძე!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 47%-იდან (47%-მივიდა, 53%- არა!) დაახლოებით 38%-ი, ანუ მთელი ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 17,5%-ი მიიღო ვაშაძემ, ეს რომელი ლეგიტიმაცია და უმრავლესობის უმრავლესობაა, ვაშაძის მომხრეებმა იქნებ მაგრად "შეგვაშინონ" და აგვიხსნან?!

53%-ი არ მივიდა არჩევნების პირველ ტურზე. მას არც ვაშაძე უნდა და არც ზურაბიშვილი. პირველ ტურზე მისული ამომრჩევლის 47%-დან დაახლოებით 23%-მა არ მოისურვა არც ვაშაძე და არც ზურაბიშვილი, ანუ პირველი ტურის მიხედვით, მთელი ამომრჩევლის დაახლოებით 65%-ს არ სურს არც ვაშაძე და არც ზურაბიშვილი. ამავდროულად, 18%- ზე ნაკლებმა ხმა მისცა ვაშაძეს, ანუ ამომრჩევლის 82%- ზე ცოტა მეტს არ სურს ვაშაძე. რა ლეგიტიმაციაზეა საუბარი?!

ვიმეორებ: მთელი ამომრჩევლის 82%- ზე ცოტა მეტს არ უნდა ვაშაძე! არ უნდა ვაშაძე!!! ვაშაძე უნდა მთელი ამომრჩევლის 18%- ზე ნაკლებს“, - წერს ინაშვილი.