ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„რა სხვაობა არის ლიდერ-პოლიტიკოს და შარა-ხვეტიას შორის:
ედუარდ შევარდნაძეზე ოპონენტების მხრიდან მრავალჯერ დადანაშაულება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული ძალების შეყვანისა, რამაც გამოიწვია შეიარაღებული კომფლიქტი და წელიწად ნახევრიანი ომის შემდგომ აღნიშნული ტერიტორიის დაკარგვა, მას არასდროს დაუდანაშაულებია ოპონენტები ამ განცხადების გამო რუსეთის ინტერესების დამცველებათ და მითუმეტეს მოღალატებათ.
ამ შარახვეტია არსებამ რომელსაც უკრაინის კონსტიტუცია „თხა და გიგოს“ პერსონაჟივით მხოლოდ კამერის ობიექტივის ხათრით უჭირავს, მთელი ათი წელია ისტერიულად გაკივის რომ მას ეს ომი არ დაუწყია და ვინც ამას ამბობს პუტინის მონა-მოღალატეა.
მისი და მისი მეხოტბეთა ეს საქციელი მაგონებს იმ დედიკოს ბიჭს რომელიც სახლში ნაცემ-ატირებული მოვიდა, მშობლების შეკითხვაზე თუ რა მოუვიდა, ჭღვინტ-ლორწ-ცრემნარევი ბღავილით რომ მეზობლის ბავშვს დადანაშაულებს და თან დაამატებს რომ, ის კარატეზე დადის... თან დამატებს, აბა მეჭიდაოს ტატამზე თუ ბიჭიაააა...
პ.ს. ძალიან გთხოვთ შევარდნაძის ფანობას ნუ დამაბრალებთ, უბრალოდ ავღნიშნე ის რასაც ვხედავდი და ვხედავ.
პ.ს.ს. სხვათაშორის შევარდნაძე რამდენჯერმე მყავს ნანახი საბრძოლო პოზიციებზე სხვადასხვა დროს და ვითარებაში“, - წერს ედუარდ ჯიშკარიანი.