"არჩევნებში არავის ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი იმსახურებს"

"შენების" მოძრაობის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან როგორც მან აღნიშნა "ამას არცერთი არ იმსახურებს"

უსუფაშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სიყვარულით ცდილობენ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, კრიტიკის ღირსი არ არიან.

„ჩემი პოზიციაა, რომ ამ არჩევნებში არავის ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი იმსახურებს ამას და იმაზე ვფიქრობ, ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ. იმ კრიზისს, რომელიც მას ელის მეორე ტურის ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოზიცია და ჩემი პოლიტიკური აზრი ამას უკავშირდება. ამასობაში, ყველა, ვინც მოღალატეს უწოდებს ამა თუ იმ მხარეს დამდგარ ადამიანს, არის ამ ქვეყნისთვის დიდი ხიფათის მომტანი. ყველა, ვინც ადამიანს უწუნებს სამშობლოს სიყვარულს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ან ის კანდიდატი მოსწონს, ზიანს აყენებს ქვეყანას.

"მე ჩემი პოზიცია გამოვაცხადე და ვთქვი, რომ ამ არჩევნებში ორივე კანდიდატმა დაგვიდასტურა, რომ საზოგადოების შემდგომ გაყოფას შეუწყობენ ხელს. ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მე ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ და ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებენ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.