„ჩვენ გავერთიანდით ისევ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წინააღმდეგ გაორმაგებული ძალებით"- ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა და "ქართული ოცნების" წინა მოწვევის პარლამენტის წევრმა, ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა.
სპორტსმენის განმარტებით, ის უკვე ახმეტაში იმყოფება, რათა ძველ გუნდთან ერთად სისხლიან რეჟიმს ებრძოლოს.
"ჩვენ დავბრუნდით და ეს დაბრუნება არის გაორმაგებული ძალებით. მე როცა წამოვედი პარლამენტიდან ვთქვი, რომ ვრჩებოდი "ქართული ოცნების" რიგებში და ქვეყნის რიგით ჯარისკაცად. "ნაციონალების" წინააღმდეგი ვიყავი და ვიქნები. რეჟიმის, რომელიც აწამებდა და აუბედურებდა ხალხს. ახმეტაში ვარ და ძველ გუნდთან ერთად ჩავერთე პოლიტიკურ ბრძოლაში" - აცხადებს "იმედი ნიუსთან" 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ ზვიადაური.