ნინო ჯღარკავა: სოსო გოგაშვილი არ მოიცილოთ, ბატონო ბიძინა! პირიქით, უფრო ახლოს დაიყენეთ!

ნინო ჯღარკავა: სოსო გოგაშვილი არ მოიცილოთ, ბატონო ბიძინა! პირიქით, უფრო ახლოს დაიყენეთ!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

“ამ დაძაბულ დღეებში, მინდა, ისევ ღია წერილით მოგმართოთ, ბატონო ბიძინა! ახლა გაერთიანების დროა! ის ხიდი რაც ხალხსა და მთავრობას შორის ჩაინგრა უნდა აღვადგინოთ! ამ წლებში, იმდენი ენის მომტანი გყავთ, რომ რთული იყო გაგერკვიათ, ვინ მტერი იყო და ვინ მოყვარე... საბედნიეროდ ლუსტრაცია მომხდარია და ახლა ზუსტად იცით, ვინ ვინაა! პრემიერის სკამს დანატრებულმა ჩინოვნიკებმა ერთმანეთზე ატარეს კომპრომატები, ხან თქვენთან და ხან ყველაზე ბინძურ ჟურნალისტებთან! მერე, ის გატუტუცებული ქალი ხან ღარიბაშვილის მოხსნას იბრალებდა, ხან ქუმსიშვილის და ხან გოგაშვილის! მე ვასუფთავებ „ოცნების“ კადრებსო - ტრაბახობდა შინ და გარეთ! ვიღაცებს, რომ პირადი ომი ეგონათ ჩემი მხრიდან მასთან ბრძოლა, ახლა ხომ მიხვდნენ ერთგულ კადრებს აცილებდა „ოცნებას“, რომ მისი ბელადი სააკაშვილისთვის პოლიტიკური ველი გაესუფთავებინა. ხოდა, ამასობაში მისთვის სასურველი შედეგიც დადგა! თითქმის ყველა ერთგული მოგაშორეს და შედეგიც მივიღეთ! 4 წელია ბინძურ კამპანიას აწარმოებდა სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ! ვერ მოერია! არც მთავრობის გუნდს მოუკლავს სოსოს დაცვით თავი! ახლა გაბრაზებული ამბობს, რა გახდა ეს გოგაშვილი, ივანიშვილს, რომ ვერ მოვაცილეო! არ მოიცილოთ ბატონო ბიძინა! პირიქით, უფრო ახლოს დაიყენეთ! გოგაშვილი დღეს, პარტიაში თქვენი ყველაზე ძლიერი დასაყრდენია! 2012 წელს, გაბრაზებული აქტივისტებიც სოსომ შემოირიგა! ყველას მოეფერა, გააერთიანა! რამდენ გაჭირვებულს უპატრონა, როგორ გულანთებული დგას დღესაც გამარჯვების გზაზე! იმედი მოგვცა, რომ საბოლოოდ დავამარცხებდით, იმ ურჩხულს, რომელსაც „ნაცრეჟიმი“ ჰქვია! თქვენს მოღალატეს მიწა გაუსკდეს! ერთგულების დრო დადგა! ჩვენ ხალხი თქვენთან ვართ! ერთად გავიმარჯვებთ!“ - წერს ჯღარკავა.