ტყიბულში გაფიცული მეშახტეების ნაწილი შახტშია და ნაწილი კი ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ. გაფიცვის მიზეზი კომპანიის შეტყობინება გახდა. კერძოდ, მისი თქმით, შახტის ხელმძღვანელმა ჯამბულ ჯაყელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ის ხელფასის გადახდას ვეღარ გააგრძელებს.
მეშახტეთა ნაწილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შახტში ყოფნის დროს გაიგო, პროტესტის ნიშნად შახტიდან არ გამოდიან და გაფიცვას იქ აგრძელებენ.
"ჩვენი მოთხოვნაა რომ არ დაიხუროს შახტა. ჩვენ გვინდა მუშაობა. შახტა თუ დაიხურა ტყიბულიც დაიხურება", - განუცადა "ლიბერალს" ელდარ ჩაფიძემ.
"საქნახშირის"დირექტორი კი ადასტურებს, რომ დღეს დილით მეშახტეებს კომპანიამ განუცხადა, რომ ფინანსების უქონლობის გამო ხელფასს თანამშრომლებს ვეღარ გადაუხდის.
"ამის დამალავა კომპანიას უკვე აღარ შეეძლო. ოთხი თვეა გაჩერებულია შახტი მაგრამ ვიხდიდით ხელფასებს. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და ამას ვეღარ დავმალავდით", - აცხადებს ჯაყელი.