არჩილ თალაკვაძე  რესპუბლიკელების გადაწყვეტილებაზე

არჩილ თალაკვაძე რესპუბლიკელების გადაწყვეტილებაზე

„ალბათ შემთხვევითი არ არის რომ სწორედ ახლა მიიღეს „რესპუბლიკელებმა“ ეს გადაწყვეტილება. არაერთი თავდასხმა იყო რესპუბლიკურ პარტიაზე სააკაშვილისა და მისი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის გაუგებარია მათი ეს პოზიცია და ვფიქრობ, ეს არ არის ამ პარტიის პრინციპული პოზიცია. თუმცა ერთი შეხედვით როგორც ჩანს სააკაშვილის მიერ თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ლევან ბერძენიშვილმა, დაიჯერეს ამ პარტიის ლიდერებმა და მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე თავისუფლება, დემოკრატია და ის პრინციპები, რისთვისაც თავის დროზე „ქართული ოცნება“, როდესაც იყო ოპოზიციაში და მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს. ეს მათი გადაწყვეტილებაა და საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას შესაფება ექნება მეორე ტურში.

არ ვფიქრობ, რომ მცირე და დაბალრეიტინგული პოლიტიკური პარტიების განცხადებები გააძლიერებს ან შეასუსტებს, რესურსების ბალანსი არ იცვლება, „ქართული ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად  ექნება ბევრად მაღალი შედეგი მეორე ტურში“.