ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
“მე ჩემს მორალთან მართალი ვარ და ჟურნალიტურ პრინციპებთან… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – მართალი ვიყავი, ბიძინა ივანიშვილთან რომ წავედი და ჩემი შეკითხვები დავსვი… წარმატებას ვუსურვებ “იბერიას” და “ომეგას”. მადლობა “იბერიას” ყოფილ ჟურნალისტებს ბრძოლისთვის და ჩემი გაძლებითვის, ისევ შევხვდებით არ ვიცი ოღონდ სად…” – წერს ხუზმიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვახო ხუზმიაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს შემდეგ ტელეკომპანია “იბერიადან” საგანგებო ბრძანებით გაათავისუფლეს.