მუხრან ვახტანგაძე: ხალხი ბრძენია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში გვეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი

მუხრან ვახტანგაძე: ხალხი ბრძენია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში გვეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი მუხრან ვახტანგაძე სოციალურ ქსელში დამოუკიდებლ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.

„პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, წარმატებით ჩაატარა საარჩევნო კამპანია.

სამწუხაროდ, ხშირად ვრცელდებოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე, თუმცა ხალხი ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ხვალ, 28 ოქტომბერს, გააკეთებს კიდეც ღირსეულ არჩევანს.

მჯერა, კიდევ ერთხელ ჩავაბარებთ დემოკრატიის ტესტს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გვეყოლება პირველი ქალი პრეზიდენტი", - წერს მუხრან ვახტანგაძე.