ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:
ზაზა სარალიძე დააპატიმრა ხალხმა, რომელმაც იმ 26 მაისს, ხშირად რომ ახსენებენ მიხეილ სააკაშვილის “დიქტატურასთან” დაკავშირებით, გამოიყვანა კომბლებით შეიარარებული ბრბო. მათ დაჩეხეს და ფანჯრები ჩაუმტვრიეს სახელმწიფო წარმომადგენლების, მათ შორის პოლიციის მანქანებს. მაშინ ეს “დემოკრატიისათვის” ბრძოლა იყო თურმე. დღეს კი შვილმოკლული მამის სასოწარკვეთა, რომელიც რახანია პასუხს ელის ხელისუფლებისგან, პოლიციაზე “თავდასხმა” და კანონის დარღვევა ყოფილა.
ნუთუ უკვე დაგავიწყდათ მთელი თვის განმავლობაში კარვებით გადაკეტილი რუსთაველი?! დაგავიწყდათ გონებაჩლუნგი “უცნობი”, ანუ გია გაჩეჩილაძე, ხალხს რომ მბრძანებლურად ღებულობდა თავის “სამეფო კარზე” და რჩევებს აძლევდა?
გუშინ კი პოლიციელთა მთელი არმია იდგა ზაზა სარალიძის და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერებისგან ბორია ივანაშვილის “დასაცავად”. ერთ ახალგაზრდას კარავი გამოგლიჯეს და დაფხრიწეს, ხოლო ახალგაზრდა ქალს მკერდში ისე ჩაარტყეს, რომ გული წაუვიდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. და ეს ყველაფერი იმ ხალხის ბრძანებით, რომლებიც თვითონ იდგნენ ქუჩაში და სრულებით ღიად მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობას.
მახსოვს, წინა რიგებში იდგნენ თინა ხიდაშელი, ეკა ბესელია, უსუფაშვილი და კიდევ ბევრი სხვა დღეს ავად ცნობადი სახეები.