გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, „ევროპული საქართველოს" მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის თქმით, ყველანაირი კვლევით, მაღალი ალბათობით, გრიგოლ ვაშაძე პირველივე ტურში იმარჯვებს.
„საზოგადოებრივი განწყობით და ბოლო პერიოდში ჩატარებული მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის კვლევებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ერთპიროვნულად ლიდერობს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის და მაღალი ალბათობით, პირველივე ტურში იმარჯვებს. რაც შეეხება ჰიპოთეტურ დაშვებას, მეორე ტურში ევროპული საქართველოს კანდიდატის მხარდაჭერის თაობაზე, ვაცხადებთ, რომ დავუჭერთ მხარს და ველით იგივე, მკაფიო, ნათელ განცხადებას მათგან და სხვა ოპოზიციური პარტიებისგან”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ევროპულმა საქართველომ“ გაერთიანებულ ოპოზიციას მიმართა და დაინტერესდა, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძე, იმ შემთხვევაში თუ ის მეორე ტურში გავა.