“ცოტა ხნით მაინც გაიხსენეთ, რომ ადამიანები ხართ…” – სოსო მანჯავიძე

“ცოტა ხნით მაინც გაიხსენეთ, რომ ადამიანები ხართ…” – სოსო მანჯავიძე

საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე გორში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“უმძიმესი განცდა დამეუფლა გორში მომხდარი ტრაგედიის გამო. შემაძრწუნებელი, უმიზეზო, აუხსნელი ბოროტება, რომელიც ადამიანს სულიერად ანადგურებს და რწმენას უსპობს.

ეს განცდა კიდევ უფრო მძაფრი გახდა რუსთავი 2 -ის რეპორტაჟის ყურებისას. როგორ შეიძლება ასეთი საშინელების პოლიტიკასა და არჩევნებთან მიბმა სცადო. რა გჭირთ მართლა, ცოტა ხნით მაინც გაიხსენეთ, რომ ადამიანები ხართ. ღმერთმა დაამშვიდოს და აცხონოს პატარა ანგელოზის სული”, -წერს მანჯავიძე.